შერეულ ორთაბრძოლებში რიგით მესამე მსოფლიო ჩემპიონატი რუსთავში ტარდება

11:47, 28.01.2018

პირველად საქართველოში, შერეულ ორთაბრძოლებში რიგით მესამე მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.

შეჯიბრებები რუსთავში, ქიმიკოსთა სპორტულ დარბაზში იმართება. მასში 18 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობს.

ღონისძიება სპორტულ კლუბ ულტიმაქსის ორგანიზებით ტარდება.

დღის პირველ ნახევარში რინგი მოყვარულებს დაეთმობათ, საღამოს კი პროფესიონალი სპორტსმენების ორთაბრძოლა შედგება.

შეჯიბრებები გუშინ დაიწყო, ხოლო დღეს ფინალური ეტაპი გაიმართება.

ჩემპიონატის მხარდამჭერია რუსთავის მერია და „კრიატივ გრუპი“.

მსგავსი