შერაზადიშვილის ვერცხლი და ჭრიკიშვილისა და ლიპარტელიანის ტრავმები ჰააგაში [ვიდეო]
21:37, 18.11.2018
ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში ჭიდაობა ძიუდოში ტრადიციული გრან-პრის გათამაშების ბოლო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის მძიმედ დასრულდა.
ტურნირის მიმდინარეობისას შეჯიბრის მონაწილე ორივე ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი დაშავდნენ და შეჯიბრს გამოეთიშნენ. ჭრიკიშვილმა ბელგიელ იოაკიმ ბოტიეუსთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში ფეხი იტკინა და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
რაც შეეხება ლიპარტელიანს, მან მერვედფინალში მოგებული ორთაბრძოლის დროს ნეკნი დაიზიანა და მეოთედფინალში საასპარეზოდ გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ჭრიკიშვილისა და ლიპარტელიანის ტრავმების სიმძიმის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გახმაურებულა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ ძიუდოისტს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს, 90 კგ. წონითი კატეგორიის ფავორიტი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფინალურ შეხვედრაში დამარცხდა და ჰააგის ტურნირის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.