შერაზ გასრი – ვიზის შეჩერების მექანიზმი არის წინასწარ შეთანხმებული პროცედურა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად
ვიზის შეჩერების მექანიზმი არის წინასწარ შეთანხმებული პროცედურა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გასრი აღნიშნავს, აუცილებელია ორმხრივი პატივისცემა საერთო სარგებლის დასაცავად.
„უვიზო მიმოსვლა ორმხრივ ვალდებულებებს ეფუძნება. ვიზის შეჩერების მექანიზმი არის წინასწარ შეთანხმებული პროცედურა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად. ორმხრივი პატივისცემა აუცილებელია ჩვენი საერთო სარგებლის დასაცავად“, – წერს საფრანგეთის ელჩი.
Visa free travel is based on mutual commitments. Visa suspension mechanism is the pre-agreed procedure to get back on track when commitments are broken. Mutual respect is essential is to protect our mutual benefits. https://t.co/EzcHtbHnP9
— Sheraz Gasri 🇫🇷🇬🇪 (@Sherzag) July 18, 2025