„შენი გულისთვის“ – აკუსტიკური ვერსია „ირიაოს“ და „რანინას“ ბავშვების შესრულებით

19:10, 20.04.2018

ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის „შენი გულისთვის“ აკუსტიკურ ვერსიას ჯგუფ „ირიაოსთან“ ერთად პირველი არხის გადაცემა „რანინას“ ბავშვებიც მღერიან.

სიმღერის აკუსტიკური ვერსია დავით მალაზონიას ეკუთვნის.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 8-10-12 მაისს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება და მასში მონაწილეობას 43 ქვეყანა მიიღებს.

კონკურსზე საქართველოს სახელით, ეთნოჯაზბენდიირიაო“ მეორე ნახევარფინალურ ტურში, 10 მაისს წარდგება და შეასრულებს ქართულ სიმღერას „შენი გულისთვის“.

მსგავსი