„შენი გულისთვის“ - აკუსტიკური ვერსია „ირიაოს“ და „რანინას“ ბავშვების შესრულებით
ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის „შენი გულისთვის“ აკუსტიკურ ვერსიას ჯგუფ „ირიაოსთან“ ერთად პირველი არხის გადაცემა „რანინას“ ბავშვებიც მღერიან.
სიმღერის აკუსტიკური ვერსია დავით მალაზონიას ეკუთვნის.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 8-10-12 მაისს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება და მასში მონაწილეობას 43 ქვეყანა მიიღებს.
კონკურსზე საქართველოს სახელით, ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ მეორე ნახევარფინალურ ტურში, 10 მაისს წარდგება და შეასრულებს ქართულ სიმღერას „შენი გულისთვის“.