შენგელიას „ვირტუსმა“ „ლიეტკაბელისი“ დაამარცხა და ევროთასის მეოთხედფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე შენგელია მორიგ ტიტულს უახლოვდება. თებერვალში იგი ბოლონიის „ვირტუსში“ გადავიდა და გუნდთან ერთად ორ არენაზე იბრძვის – იტალიის ჩემპიონატსა და ევროთასზე. იტალიაში პლეი ოფი ჯერ არ დაწყებულა, ევროთასზე კი „ვირტუსმა“ 1/8-ფინალური ეტაპი იოლად დაძლია – ლიეტუვურილიეტკაბელისი“ შინ 75:67 დაამარცხა და მეოთხედფინალში გერმანულ „ულმს“ შეხვდება.

ლიეტკაბელისთან“ მატჩში შენგელია სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 25 წუთი გაატარა. ამ დროში მან 7 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. თორნიკემ 6-იდან 3 ორქულიანი და 2-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე ასევე 3 ფოლი და 1 დაკარგვა იყო, ეფექტურობის კოეფიციენტმა კი 16 შეადგინა.

მატჩის ბომბარდირი ქართველის თანაგუნდელი ჯიმ ჯაიტე გახდა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.

ულმთან“ ევროთასის 1/4-ფინალური შეხვედრა „ვირტუსს“ 26 აპრილს ელის.