თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეექვსე მატჩი გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. მოსკოველები თოკოსთვის კარგად ნაცნობ კლუბს, „ვალენსიას” დაუპირისპირდნენ. მასთან „ბასკონიაში“ თამაშისას შენგელიას ხშირად უწევდა შეხვედრა. ესპანეთში ძალთა თანაფარდობა თანაბარი იყო…
ცსკა-„ვალენსიას“ დაპირისპირებაც თანაბარი გამოდგა. მასპინძლები მხოლოდ მცირე სხვაობით დაწინაურდნენ პირველ მეოთხედში და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩინეს. საბოლოოდ 84:75 ცსკა-ს სასარგებლოდ.
თორნიკე შენგელიამ მატჩი მშვენივრად დაიწყო, პირველივე პერიოდში 6 ქულა მოაგროვა საბოლოოდ მისი მონაგარი ასეთი იყო: 23 წუთი, 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი. როგორც ყოველთვის ცსკა-ს ბომბარდირი მაიკ ჯეიმსი გახდა – 17 ქულა. ვალენსიელთაგან 15 ქულით სერბი ნიკოლა კალინიჩი გამოირჩა.