შენგელიას მეექვსე გამარჯვება ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში (ვიდეო)

ცსკა-მ, რომელშიც თორნიკე შენგელია ასპარეზობს, ევროლიგაზე მეცხრე მატჩი გამართა და მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. მოსკოველები კაუნასს ესტუმრნენ, სადაც „ჟალგირისთან“ სერიოზული ბრძოლა გადახდათ. ბოლო წამებზე სტუმრები მეტი სიზუსტით გამოირჩნენ და 87:78 მოიგეს.

შენგელიამ 25 წუთში 7 ქულა, 4 პასი, 3 ჩაჭრა და 1 მოხსნა მოაგროვა. 27 ქულით მატჩის ბომბარდირი კი ცსკა-ს გამთამაშებელი მაიკ ჯეიმსი გახდა, რომლის სამიანმაც ბოლო წუთზე (მაშინ როცა ცსკა 79:78-ს იგებდა) თამაშის ბედი გადაწყვიტა.

ევროლიგაზე თოკოს გუნდის მომდევნო მატჩი „ბაიერნთან“ 19 ნოემბერს იგეგმება.

დატოვე კომენტარი