შენგელიას ლიდერობით ბოლონიელებმა იტალიის ჩემპიონატში მეთოთხმეტე მატჩი მოიგეს [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურში რთული შეხვედრა მოიგო თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“, რომელმაც „ბრეშა“ ანგარიშით 84:78 დაამარცხა.

ბექა ბურჯანაძის „რეჯინა“ კი „პესაროს“ ესტუმრა და შეხვედრა ანგარიშით 74:85 დათმო.

შენგელია თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ამას სტატისტიკაც ადასტურებს: 23 წუთი, 18 ქულა, 2 პასი, 1 დაფარება.

ბურჯანაძემ კი „პესაროში“ 21 წუთი ითამაშა, მატჩი 4 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.

ბექას გუნდს 5 მოგება აქვს და მეთექვსმეტე პოზიციაზეა. შენგელიას თანაგუნდელები პირველობას „მილანთან“ იყოფენ. ორივე გუნდს 14-14 მოგება აქვს.