შენგელიას გუნდის მოულოდნელი მარცხი ბერლინელებთან (ვიდეო)

ცსკა-მ ევროლიგის მორიგ ტურში გერმანულ “ალბას” უმასპინძლა და 88:93 დათმო.

ეს მეტად მოულოდნელი წაგება იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ბერლინელებს მოსკოვში ცასვლამდე წაგება სამივე მატჩი წაგებული ჰქონდათ, ცსკა-ს ამბიციების შესახებ კი თქვენც კარგად მოგეხსენებათ.

ცსკა-ს ამერიკელი მაიკ ჯეიმსის 27-მა ქულამაც ვერ უშველა. მას უილ კლაიბერნმა 25 ქულა მიაშველა, ხოლო თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო:

28 წუთი, 9 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა. თოკომ ორქულიანები და სამიანები 50-პოცენტიანი სიზუსტით სტყორცნა – 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, რასაც 2 საჯარიმო მიაყოლა (2-დან).

ცსკა-ს ევროლიგაზე 2-2 მოგება-წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციაზეა. ევროლიგის მეხუთე ტურში, 22 ოქტომბერს ბელგრადს ესტუმრება და “ცრვენა ზვეზდას” ეთამაშება. უახლოესი მატჩი 19 ოქტომბერს, ვითიბი ლიგაზე “ზენიტთან” ელოდა, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაიტანეს. თუმცა არ სახელდება, რომელი გუნდის წევრს დაუფუქსირდა კორონა.