შენგელიას ექვსი ქულა და გამარჯვება „ლიონთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

00:02, 15.01.2022

ევროლიგაზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას ცსკა-მ. მოსკოველებმა ფრანგულ „ლიონს“ უმასპინძლეს და 90:83 დაამარცხეს.

თორნიკემ 22 წუთი ითამაშა, 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, თითო სამქულიანი და ჯარიმა ვერ ჩააგდო.

ცსკა-ს 24 ქულა აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. უახლოესი მატჩი ვითიბი ლიგაზე 17 იანვარს „ზენიტთან“ ელის.

მსგავსი