შენგელიას 10 ქულა - „ვირტუს ბოლონიამ“ „ტრევიზო“ დაამარცხა #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურში თორნიკე შენგელიას გუნდმა, „ვირტუს ბოლონიამ“ საკუთარ მოედანზე „ტრევიზო“ 104:97 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ბოლონიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 17 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 10 ქულა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
„ვირტუსის“ რიგებში საუკეთესო 22 ქულით მუჰამეტი იყო, 20 ქულა კი საკუთარ აქტივში მორგანმა ჩაიწერა.
ამ მომენტისთვის ბოლონიური გუნდი იტალიის ჩემპიონატში ხუთი ტურის შემდეგ ხუთი გამარჯვებით მეორე ადგილზეა, მორიგ შეხვედრას „ვირტუს ბოლონია“ „ტორტონასთან“ 6 ნოემბერს ჩაატარებს.