შენგელიამ ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის MVP გახდა - „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხე ნახევარფინალურ შეხვედრაში „ვირტუსმა“ „მილანი“ სტუმრად 84:78 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
გამარჯვებაში ლომის წილი თორნიკე შენგელიას მიუძღვის. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მოედანზე 27 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი მიითვალა – 25 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი – ასეთია თოკოს მონაგარი ამ შეხვედრაში. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ერთი სამქულიანი, 11-დან 8 ორქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და დამსახურებლად გახდა მატჩის MVP.
საბოლოოდ „ვირტუსმა“ სერია 3:1 მოიგო და იტალიის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა, სადაც „ბრეშას“ დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში „ტრაპანის“ 3:0 მოუგო.