შენგელია ტრავმის გამო „პარმასთან“ მატჩს გამოტოვებს
შენგელია ტრავმის გამო „პარმასთან“ მატჩს გამოტოვებს

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ს მაისურით გამართულ პირველ ოფიციალურ მატჩში, (ვითიბი ლიგაზე, „ასტანასთან“) ტრავმა მიიღო. მას მუხლი დაუზიანდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.  ერთი შეხედვით ტრავმა სერიოზული არ ჩანდა,  თორნიკე ასტანაში მოედანზე დაბრუნებისთვისაც ემზადებოდა, მაგრამ ცსკა-მ იმდენად დამაჯერებლად მოიგო, მწვრთნელს შენგელია აღარ დასჭირდა.

ყაზახეთიდან დაბრუნების შემდეგ ქართველი ფორვარდი კლინიკაში გააშუქეს და მუხლის ძვლის დაზიანება აღმოჩნდა.

“თორნიკე გუნდის ბაზაზე კონსერვატული თერაპიის კურსს გაივლის. მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ გაურკვეველია, თუმცა ცნობილია, რომ ცსკა-ს უახლოეს მატჩს, 26 სექტემბერს, ვითიბი ლიგაზე, „პარმასთან“ გამოტოვებს,“ – ვკითხულობთ ცსკა-ს ოფიციალურ გვერდზე.