შენგელია, მაკფადენი, შერმადინი - საქართველოს ნაკრების განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის #1TVSPORT
შენგელია, მაკფადენი, შერმადინი - საქართველოს ნაკრების განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩები 11 და 14 ნოემბერს ელის. პირველ შეხვედრას ისლანდიაში გამართავს, მეორეს – თბილისში, იტალიასთან.

გუნდის მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს საბოლოო შემადგენლობა არ გამოუცხადებია, თუმცა ფიბა-ში 17-კაციანი განაცხადი უკვე გაიგზავნა:

რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ბურჯანაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, თად მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე, რევაზ როგავა, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გიორგი ცინცაძე, გიორგი ტურძილაძე.

იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკიდან შუა სეზონზე არავის უშვებენ, შემადგენლობა საბრძოლოა. თად მაკფადენს ტრავმა ჰქონდა, თუმცა მალევე მოიშუშა; თორნიკე შენგელიას დაბრუნებას კი ამ კვირაში ველოდებით. თუ მწყობრში ჩადგა და „ვირტუსში“ ითამაშა, ილიას ზუროსს მისი იმედი სანაკრებო მატჩებისასაც უნდა ჰქონდეს.

ცნობილია ისიც, რომ 17-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა უშუალოდ შეკრების წინ 14-მდე შემცირდება.