შენგელია ლუნდბერგის წინააღმდეგ - ფიბა საქართველოს ნაკრების მომავალ მატჩზე წერს #1TVSPORT
შენგელია ლუნდბერგის წინააღმდეგ - ფიბა საქართველოს ნაკრების მომავალ მატჩზე წერს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 23 თებერვალს დაიწყებს – პირველ მატჩს დანიაში, ქალაქ ნესტვედში გამართავს.

ამ ორი ქვეყნის გუნდის გარდა ჯგუფში ფინეთი და სერბეთიც არიან. ფინალურ ეტაპზე საუკეთესო სამი გუნდი გავა, ოღონდ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი: ფინეთი მასპინძელია და ის ავტომატურად მოხვდება ევრობასკეტზე, დანარჩენ სამ ადგილს კი ორი გუნდი გაითამაშებს.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრებისთვის დანიაში გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს თამაში ფიბა-მ თებერვლის ტოპ-10 შეხვედრაში შეიყვანა: „მატჩები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ“.

საქართველო-დანიის გარდა საინტერესოა ესპანეთი-ლატვია, გერმანია-მონტენეგრო, ლიეტუვა-პოლონეთი, იტალია-თურქეთი, სერბეთი-ფინეთი, საბერძნეთი-ჩეხეთი, საფრანგეთი-ხორვატია, სლოვენია-ისრაელი, ბოსნია და ჰერცეგოვინა-საფრანგეთი.

დანიურ მატჩზე ფიბა-ს სტატიაში ვკითხულობთ:

„დანიის ნაკრები შესარჩევზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. 2022 წელს მას ცოტა დააკლდა ევრობასკეტამდე, მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვა დაამარცხა. 1955 წლის შემდეგ დანიელებს ევროპის ჩემპიონატზე არ უთამაშიათ.

საქართველოს ნაკრებმა კი ბოლო ხუთ ევრობასკეტზე იასპარეზა. 2022 წელს თანამასპინძელიც იყო ხოლო, 2023-ში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშა.

დანია-საქართველო თანაგუნდელების დუელიც იქნება – თორნიკე შენგელია და იფე ლუნდბერგი იტალიური „ვირტუს ბოლონიის“ ღირსებას იცავენ“.