შემოსავლების სამსახურმა თბილისში 201 674 კილოგრამი უაქციზო თუთუნი ამოიღო
შემოსავლების სამსახურმა თბილისში 201 674 კილოგრამი უაქციზო თუთუნი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სულ 201 674 კგ უაქციზო თუთუნი. ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 14 შემთხვევაში გამოვლენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებულია 57,074 კგ უაქციზო თუთუნი, ხოლო სამ შემთხვევაში დადგინდა სისხლის სამართლის დანაშაული, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა 144,6 კგ უაქციზო თუთუნი.