შემოსავლების სამსახურის ვიდეოინსტრუქცია 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ

შემოსავლების სამსახური ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ.

„ვიდეო განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს, თუ ვის აქვს უფლება ისარგებლოს თვეში 200 ლარის ოდენობის კომპენსაციით ექვსი თვის მანძილზე და როგორ ხდება კომპენსაციის მიღების მიზნით განცხადების შევსება“, – აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ცნობით, ექვსთვიანი 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან – 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი.

200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა, კომპანიის წარმომადგენლებს შეუძლიათ განახორციელონ დისტანციურად, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე.

დატოვე კომენტარი