შემოსავლების სამსახურის უფროსად მიხეილ დუნდუა დაინიშნა
შემოსავლების სამსახურის უფროსად მიხეილ დუნდუა დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად მიხეილ დუნდუა დაინიშნა, – ინფორმაცია პირველ არხს თავად მიხეილ დუნდუამ დაუდასტურა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, რომ მიხეილ დუნდუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის 2018 წლის 29 აგვისტოს ბრძანებით დაინიშნა.

2018 წლის პირველი ივლისიდან დღემდე, მიხეილ დუნდუას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

სსიპ შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი თაბუაშვილი კვლავ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.