შემოსავლების სამსახურის უბნის საგადასახადო ოფიცრებმა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები გააცნეს 
შემოსავლების სამსახურის უბნის საგადასახადო ოფიცრებმა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები გააცნეს 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უბნის საგადასახადო ოფიცრები მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს სამეწარმეო ობიექტებზე ეწვივნენ და ადგილზე გააცნეს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, კერძოდ მეწარმე ფიზიკური პირებისათვის დაწესებული შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირველი ივლისიდან მცირე ბიზნესისათვის შეღავათიანი დაბეგვრის ახალი წესი ამოქმედდა.

მათვე ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ივლისიდან მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით, ძალაში შევიდა შეღავათიანი დაბეგვრის წესი. მასშტაბური საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება.

ცვლილების თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭება იმ მეწარმე ფიზიკურ პირსაც, რომელიც დღგ–ის გადამხდელად არის რეგისტრირებული.

კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე მიღებული მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5%–ისა. ამასთან, 500 000 ლარზე გადაჭარბების მიუხედავად პირს მცირე ბიზნესის სტატუსი უნარჩუნდება 2 კალენდარული წლის განმავლობაში.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი დეკლარირებას განახორციელებს ყოველთვიური მარტივი დეკლარაციის ფორმის მეშვეობით.