შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას სამსახურის ხელმძღვანელი მიიღებს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილებას სამსახურის ხელმძღვანელი მიიღებს. შესაბამისი ცვლილებები „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი მთავრობაა.
ცვლილებების მიხედვით, თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტში უწევს, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს და ამ მიზნით ბინას სამსახური იქირავებს.
მთავრობის განმარტებით, ბინის ქირის უზრუნველსაყოფად ყოველთვიურად საჭირო დაახლოებით 17 220 ლარი იქნება, ხოლო ყოველწლიურად დაახლოებით – 206 640 ლარი.