შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში​ უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

15:35, 16.12.2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 489 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.

ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

მსგავსი