შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 500 კოლოფი ​უაქციზო თამბაქო გამოავლინეს

12:06, 04.03.2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა.

„აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი