შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს ქედაში მოემსახურა
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს ქედაში მოემსახურა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR ქედაში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს ადგილზე მოემსახურა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეწარმეებს, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა გადამხდელებს პროგრამული უზრუნველყობა წარუდგინეს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

მოძრავი სერვისცენტრის დახმარებით, გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა აქვს, ადგილზე მიიღოს ისეთი ელექტრონული სერვისები როგორიცაა: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის სხვადასხვა ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, ავტორიზაციის შემდგომ განაცხადების მიღება, ასევე მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება/გაუქმება და ა.შ.

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით, რათა გადასახადების გადამხდელებმა შეძლონ, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი.

დატოვე კომენტარი