შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს 37 ლოკაციაზე მოემსახურება
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს 37 ლოკაციაზე მოემსახურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR მიმდინარე წლის 29 ივლისის ჩათვლით გადასახადის გადამხდელებს 37 ლოკაციაზე მოემსახურება.

მოძრავი სერვისცენტრი იმ რეგიონებში გაუწევს სერვისს გადამხდელებს, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

დატოვე კომენტარი