შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს 1-29 აპრილს 27 ლოკაციაზე მოემსახურება
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს 1-29 აპრილს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

მიმდინარე წლის 1-29 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა და ა.შ.

მოძრავი სერვისცენტრი ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ადგილებზე, ტყიბული, დუშეთი, ლენტეხი, გურჯაანი, ხონი, ყვარელი, ლანჩხუთი, ახმეტა, ვანი, ყაზბეგი, ბაღდათი, აბაშა, კასპი, მარტვილი, ქარელი, ცაგერი, მარტყოფი, საჩხერე, ონი, ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა, ხულო, დმანისი, თეთრიწყარო და ქედა.

დატოვე კომენტარი