შემოსავლების სამსახურის ცნობით, საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობა, სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია

11:01, 25.04.2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობის პროცესი.

„მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.

აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS – ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი