შემოსავლების სამსახური - საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით გადამზიდავი ტრანსპორტი 24-საათიან რეჟიმში გადაადგილება
შემოსავლების სამსახური - საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით გადამზიდავი ტრანსპორტი 24-საათიან რეჟიმში გადაადგილება

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში, სპეციალურად შემუშავებული პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება (მათ შორის სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო და სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვები) 24-საათიან რეჟიმში, სპეციალურად შემუშავებული პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს.

ამავე დროს გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან შემოღებული ახალი დროებითი რეგულაციების თანახმად, დღეიდან ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე არსებული ყველა საერთაშორისო მიმოსვლის გამშვები პუნქტი – „წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“ და „მტკვარი“ ფიზიკური პირებისა (როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის) და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის დახურული იქნება“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.