შემოსავლების სამსახური - საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს
შემოსავლების სამსახური - საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში ათასზე მეტ სატვირთო ავტომობილს ატარებს.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, შესაბამისი საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლის შემდეგ, მგზავრებისა და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გატარება ქართული მხარის მიერ შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობი-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დატოვე კომენტარი