შემოსავლების სამსახური - რუსეთიდან შემოტანილი 74 კუბური მეტრი საკარანტინო მავნე ორგანიზმით დაავადებული ხის მასალა ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება
შემოსავლების სამსახური - რუსეთიდან შემოტანილი 74 კუბური მეტრი საკარანტინო მავნე ორგანიზმით დაავადებული ხის მასალა ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთიდან შემოტანილი 74 კუბური მეტრი საკარანტინო მავნე ორგანიზმით დაავადებული ხის მასალა ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება.

„საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ყაზბეგში“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდა 74 კუბური მეტრი დახერხილი წიწვოვანი ხის მასალით დატვირთული ავტომობილი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ეჭვის საფუძველზე აღებული ნიმუშები, აღმოჩენილი იქნა საკარანტინო მავნე ორგანიზმი და მცენარეთა დაავადების გამომწვევი მისი გადამტანი მწერები.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – ნათქვამი შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.