შემოსავლების სამსახური - იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც 2020 წელს 100 000-ზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ, 13 628-ს შეადგენდა
შემოსავლების სამსახური - იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც 2020 წელს 100 000-ზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ, 13 628-ს შეადგენდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გლობალური პანდემიის პირობებში, ბოლო სამი წლის მიხედვით, ფიზიკური პირების მიერ, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების წარდგენის მონაცემები გაუმჯობესდა.

უწყების ინფორმაციით, 2020 წელს 100 000-ზე მეტი შემოსავალი 13 628 ოჯახს ჰქონდა, ხოლო მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი დეკლარირებული ქონების გადასახადმა 29 694 929 ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, 40-დან 100 000 ლარამდე შემოსავალს – 44 643 ოჯახი იღებდა. დეკლარირებული ქონების გადასახადის სახით კი, მათ ბიუჯეტში 11 810 567 ლარი გადაიხადეს.

ამასთან, 2020 წლის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, გაზრდილია, როგორც 40-100 000 ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახების რიცხვი, ასევე 100 000 ლარი და მეტ შემოსავლიანი ოჯახები. აღნიშნული მაჩვენებლები 2019 წელს ასე გამოიყურებოდა.

40-100 000 ლარამდე მიღებული შემოსავალი – 40 173 ოჯახს დაუფიქსირდა, ხოლო 100 000 ლარი და მეტი – 12 733 ოჯახს.