შემოსავლების სამსახური – დევდორაკის ხეობაში საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

17:37, 13.08.2026

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები, ასევე ადგილზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის ყველა წარმომადგენელი, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, სატვირთო/მსუბუქი ავტომობილები, მათი მძღოლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.

აქვე განვმარტავთ, რომ „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მათივე ცნობით, საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.

მსგავსი