შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ მებაჟე ოფიცერი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, 8 აპრილიდან შვებულებაში იმყოფებოდა
შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ მებაჟე ოფიცერი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, 8 აპრილიდან შვებულებაში იმყოფებოდა

შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ მებაჟე ოფიცერი, რომელსაც ახალი კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, 8 აპრილიდან შვებულებაში იმყოფებოდა და თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ინფიცირებული მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დადასტურებული შემთხვევიდან გამომდინარე, მამაკაცის ინფიცირების წყარო მისი ნათესავი იყო, რომელსაც კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფიცირებულ პიროვნებასთან მებაჟე ოფიცერს ბოლო კონტაქტი 9 აპრილს ჰქონდა. ამასთან, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილიდან საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი იმყოფებოდა შვებულებაში, შესაბამისად, სხვა თანამშრომლებთან მას კონტაქტი არ ჰქონია. შემოსავლების სამსახური ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას და გამძლეობას უსურვებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.​