შემოდგომაზე ირლანდიაში ოჯახში ქალთა როლის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება
შემოდგომაზე ირლანდიაში ოჯახში ქალთა როლის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება

შემოდგომაზე ირლანდიაში ოჯახში ქალთა როლის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება.

საუბარია კონსტიტუციის 41-ე მუხლის მეორე ნაწილის გაუქმებაზე, სადაც ნათქვამია, რომ ოჯახში საკუთარი როლის დამსახურებით ქალი სახელმწიფოს მხარდაჭერას უცხადებს. ამასთან, დედებს არ უნდა ჰქონდეთ შრომის ეკონომიკური აუცილებლობა, რის გამოც მათ ოჯახური ვალდებულებების უგულებელყოფა მოუწევთ.

რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდება.

ირლანდიის კონსტიტუცია 1937 წელს მიიღეს. კონსტიტუციის ამ ჩანაწერს ხშირად აკრიტიკებენ, როგორც ირლანდიაში, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც.