შეკვეთილში ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები ერთობლივ კონცერტებს გამართავენ
შეკვეთილში ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები ერთობლივ კონცერტებს გამართავენ

შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე “ ექვსი კონცერტი, სახელწოდებით „ქართული ზაფხული ბლექ სი არენაზე“ გაიმართება, რომლებშიც ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას „ბლექ სი არენას “ ოფიციალური გვერდი ავრცელებს

კონცერტები პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.

კონცერტების სერიას გიორგი მიქაძის პროექტი VOISA- გახსნის. გიორგი აშშ-ში მოღვაწე, პიანისტი და კომპოზიტორია, Berklee Collage of Music-სა და Manhattan School of Music-ის მაგისტრი, ასევე, Yamaha-ს ჯაზ-არტისტი, რომელმაც VOISA-ს სახით, ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების ახალი ნიმუში შექმნა.

VOISA-ს საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე წარადგენენ: პროექტის ავტორი გიორგი მიქაძე, ანსამბლი „ბასიანი“ და All-Star Band, რეიდარ ელისი, ანტუან კატსი, შაჰარ ელნათანი, ზაკ მალინსი, ფერნანდო საჩი, დიტო საკანდელიძე და რონი ეითანი.

11 აგვისტოს ანსამბლ შვიდკაცას 20 წლის იუბილე აღინიშნება. ანსამბლი მსმენელის წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება. საღამოს სპეციალური სტუმარი კი რვა „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „თეიქ სიქსი“ იქნება.

16 აგვისტოს, არენის სცენას ნანი ბრეგვაძე დაიკავებს. ნანი ბრეგვაძის კონცერტის მონაწილე , „გრემის“ მფლობელი ამერიკელი მესაყვირე, კრის ბოტი, იქნება. რომელიც საღამოზე რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს.

19 აგვისტოს ნინო ქათამაძის სოლო კონცერტი გაიმართება .

24 აგვისტოს ჯგუფ „სახის“ სოლო კონცერტი 20 წელი „სახესთან“ ერთად იქნება წარმოდგენილი,  სადაც  ნაცნობი ჰიტები შესრულდება.

28 აგვისტოს კი , პირველად, ბლექ სი არენის სცენაზე, წარმოდგენილი იქნება ქართული მიუზიკლი, „ჩხიკვთა ქორწილი“. მიუზიკლი ნაცნობი მელოდიებითა და ახალი მონაწილეებით დაუბრუნდება მაყურებელს.