შეკვეთილში მოშიმშილეებმა კარავი ისევ გაშალეს
შეკვეთილში მოშიმშილეებმა კარავი ისევ გაშალეს

შეკვეთილში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დაშლილი კარავი მოშიმშილეებმა ისევ გაშალეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ამბობენ, მათზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა, გახარიას გადადგომის შესახებ არ დაკმაყოფილდება.

„დავრჩებით აქ იქამდე, ვიდრე ეს მახინჯი სისტემა არ ჩამოიშლება და არ გადადგება შს მინისტრი გიორგი გახარია. რამდენჯერაც მოვლენ და დაგვიშლიან კარავს, იმდენჯერ ავაწყობთ“, – განაცხადა მოშიმშილე მარად შავაძემ.

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობის აქცია მე-17 დღეა მიმდინარეობს. დღეს კი ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე მოქალაქეები მივიდნენ და კარავი დაშალეს, სადაც მოშიმშილეები აქციას მართავდნენ, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.