შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გაიმართა
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გაიმართა

შეკვეთილში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

„მისი ამ შენობიდან გამოსვლა იწვევს ქვეყანაში არეულობას, ყველანაირად ცუდ ფაქტს. მინდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა, რომ მისი დრო დასრულებულია, მისი ხანა წასულია. გუშინდელი დღე იყო ფაქტი, რომ ძალიან ეშინია. დღეს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციას ბოქლომი დავადეთ. ხვალ ბოქლომი დაედება ყველა ადმინისტრაციულ შენობას და ასე გაგრძელდება, ვიდრე ეს ურჩხული არ მოსცილდება საქარველოს“, – განაცხადა აქციის მონაწილე ანზორ გუბაევმა.

საინიციატივო ჯგუფის წევრები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

დატოვე კომენტარი