შეკრებაზე „სამგურალის“ სამი მეტოქე გაირკვა #1TVSPORT
შეკრებაზე „სამგურალის“ სამი მეტოქე გაირკვა #1TVSPORT

ანტალიაში შეკრებაზე მყოფი წყალტუბოს „სამგურალი“ 8 ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავს. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

სამი მეტოქე უკვე ცნობილია. 28 იანვარს „ სამგურალი“ ბულგარეთის „მონტანას“ შეხვდება. 3 თებერვალს გუნდი უზბეკეთის ჩემპიონს, ტაშკენტის „ფახთაქორს“ დაუპირისპირდება, ხოლო 10 თებერვალს უკრაინულ „კოლოსს“ ეთამაშება.

დანარჩენი ხუთი მეტოქის ვინაობაც ირკვევა. შესაბამისად, ჯერ მატჩების გრაფიკი და გამართვის ადგილი უცნობია. ამის შესახებ წყალტუბოს „სამგურალის“ მენეჯერები და შეკრების ორგანიზატორები მუშაობენ და ყველაფერი უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.

წყალტუბოს „სამგურალი“ მოსამზადებლად ანტალიაში 17 იანვარს გაემგზავრა. გიორგი ჭელიძის გუნდი თურქეთში 17 თებერვლამდე დარჩება და ორ შეკრებას გაივლის.