შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ მშენებლობა შეჩერებულია, პანკისის ხეობიდან სპეცრაზმი გავა, პოლიცია კი დარჩება

17:10, 21.04.2019

პირველ რიგში, იმაზე შევთანხმდით, რომ უნდა დავიშალოთ და მშენებლობა შეჩერებულია. სპეცრაზმი გავა, პოლიცია დარჩება, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სულხან ბორძიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეებთან შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა და ოფიციალურ განცხადებას შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

შეხვედრას ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში გახარიასთან ერთად მართავენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მსგავსი