შეხვედრა საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოზარდებთან - პროექტი „ფეხბურთი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ“ გრძელდება
შეხვედრა საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოზარდებთან - პროექტი „ფეხბურთი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ“ გრძელდება
ძმები არველაძეების საქველმოქმედო ფონდი პროექტის, „ფეხბურთი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ“
ფარგლებში, ფსიქოლოგებმა ანა ჟღენტმა და თინათინ ჯავახიშვილმა ოკუპირებული სოფლების მიმდებარედ მცხოვრებ მოზარდებთან შეხვედრა გამართეს.
 
არველაძეების საქველმოქმედო ფონდის ოფიციალური გვერდის ცნობით, ქალაქ გორსა და სოფელ ახალდაბაში ფსიქოლოგები 150-მდე მოზარდს შეხვდნენ. მოზარდები პროექტის ფარგლებში სოფელ დიცის, ტინისხიდის, ნიქოზის, ახალდაბის, ატენისა და წეროვნის დევნილთა დასახლების საფეხბურთო გუნდებში ვარჯიშობენ.
“შეხვედრის მიზანი ბავშვების ემოციური მდგომარეობის შეფასება და შემდეგი ვიზიტისთვის საჭიროებების გამოკვეთა იყო. შეხვედრის ფარგლებში ბავშვებმა მონაწილეობა მიზნობრივ თამაშებში მიიღეს, რომელიც ორიენტირებული იყო გუნდურ მუშაობასა და თანამშრომლობაზე. ასევე ფეხბურთელებს ჩაუტარდათ მინი ლექცია, თემაზე – სპორტი და ფსიქიკური ჯანმრთელობა” – წერია არველაძეების საქველმოქმედო ფონდის ცნობაში.