არველაძეების ფონდმა ამხანაგური მატჩი გამართა
არველაძეების ფონდმა ამხანაგური მატჩი გამართა

ძმები არველაძეების საქველმოქმედო ფონდი სოციალური პროექტების განხორციელებას აგრძელებს. ამჯერად, ფონდის ინიციატივით, სოფელ ატენისა და დიცის ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

მატჩამდე მოზარდებმა ჭალა-წყაროსუბნის დასახლებაში მდებარე სტადიონზე ივარჯიშეს. დიცის და ატენის მწვრთნელებთან ერთად, მატჩს არველაძეების ფონდის მწვრთნელთა კოორდინატორი მერაბ თევზაძე დაესწრო. მატჩი დიცის გუნდის გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. მომდევნო მატჩი სოფელ ტინისხიდისა და ვარიანის გუნდებს შორის გაიმართება.

„ჩვენი ფონდის საქმიანობაში, 2019 წელი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და გამორჩეული იყო. სოციალურ პროექტებთან და სტიპენდიანტების დაფინანსებასთან ერთად, გადავწყვიტეთ ჩვენი რესურსის დიდი ნაწილი მიგვემართა ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე. წლის განმავლობაში სამი ახალი, თანამედროვე სტანდარტის მქონე მინი მოედანი გავხსენით და სამ სხვადასხვა სოფელში დავაფუძნეთ საფეხბურთო გუნდი. ჩვენი ფონდი უკვე ასობით მოზარდს აერთიანებს და ვეცდებით, მათი ცხოვრება გავხადოთ კიდევ უფრო ჯანსაღი და ხალისიანი. გილოცავთ 2020 წელს!“ – წერია „ფონდი არველაძე“-ს განცახდებაში.