შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც პანდემიური ვითარების შესაბამისად, უფროსკურსელების გადამზადებას კოორდინაციას გაუწევს
შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც პანდემიური ვითარების შესაბამისად, უფროსკურსელების გადამზადებას კოორდინაციას გაუწევს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებთან და სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა მათ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება და სამოქმედო გეგმა გააცნო.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიწყება სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების გადამზადება, რათა შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი. აღინიშნა, რომ სწრაფი კურსის გავლის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში უფროსკურსელები დაეხმარებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა მიმართულებით.

მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, პროცესიის ეფექტიანი მართვის მიზნით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც, პანდემიური სიტუაციის შესაბამისად, კოორდინაციას გაუწევს უფროსკურსელების გადამზადებასა და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო პროცესში ჩართვას. შესაბამისად, შეიქმნება სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელთა ბაზა, რომლებსაც გადამზადების სწრაფი კურსი გავლილი ექნებათ.