შეიარაღებულმა პირებმა მალიში 134 ადამიანი მოკლეს
შეიარაღებულმა პირებმა მალიში 134 ადამიანი მოკლეს

დასავლეთ აფრიკაში, მალიში შეიარაღებულმა პირებმა 134 ადამიანი მოკლეს. სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის არიან ბავშვები, ქალები და მოხუცები. ისინი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მოკლეს.

ყველა მათგანი მალიში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის ფულას წარმომადგენელია. რეგიონის გუბერნატორმა მომხდარს „მასობრივის მკვლელობა“ უწოდა. როგორც „ფრანს პრესი“ წერს, თავდასხმა სავარაუდოდ, მათთან დაპირისპირებული ტომ დოგონის წევრებმა მოაწყეს. ისინი ფულანებს ჯიჰადისტებთან კავშირში ადანაშაულებენ. თავად ფულანები ამბობენ, რომ დოგანის წევრებს იარაღი მალელმა სამხედროებმა მისცეს. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მალის გაერო-ს ელჩები სტუმრობდნენ. მათ მომხდარი დაგმეს.