შეიარაღებული თავდასხმების ასაცილებლად მიმართულ კანონპროექტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა
შეიარაღებული თავდასხმების ასაცილებლად მიმართულ კანონპროექტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ადგილობრივ სკოლებსა და სამართალდამცავ ორგანოებს დაეხმარება, თავიდან აირიდონ შეიარაღებული თავდასხმები.

საკანონმდებლო განხილვა დღის წესრიგში 14 თებერვალს პარკლენდის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დადგა, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წარმომადგენელთა პალატამ კანონს მხარი 407 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაუჭირა და განსახილველად სენატს გადასცა.

განხილვის დაწყებამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა.

14 თებერვლის თავდასხმის შემდეგ არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც ძირითადად სტუდენტები მართავენ და რომლებიც ფლორიდას შტატსა და სრულად აშშ-ში იარაღზე კანონის გამკაცრებას ითხოვენ.