შეიარაღებული პირი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში იყო შეჭრილი, დაკავებულია, გათავისუფლდნენ მძევლები

შეიარაღებული პირი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში იყო შეჭრილი, დაკავებულია, გათავისუფლდნენ მძევლები, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

„დღეს მოხდა ავლაბრის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა. თავდამსხმელი იყო ერთი, რომელმაც აიყვანა მძევლები. აქტიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია თავდამსხმელი, მძევლები გათავისუფლდნენ. დაზიანება არავის მიუღია. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თავდამსხმელის მიერ მოთხოვნების თაობასა და სხვა დეტალებზე, მძევლების რაოდენობაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით. დამატებით კომენტარს გავაკეთებთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს ერთი შეიარაღებული პირი იყო შეჭრილი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი.