შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ბათუმში პედაგოგებსა და აბიტურიენტებს შეხვდნენ

17:28, 24.03.2018

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დღეს ბათუმელ პედაგოგებსა და აბიტურიენტებს შეხვდნენ.

საინფორმაციო შეხვედრაზე აბიტურიენტები და პედაგოგები ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა საგნის, საატესტაციო გამოცდების შესახებ სიახლეებსა და დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ.

შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა და ცენტრის სხვა წარმომადგენლებმა უპასუხეს.

გარდა ბათუმისა, საინფორმაციო შეხვედრები ხაშურსა და ზესტაფონში გაიმართება.

მსგავსი