შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი – ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.
მათივე ცნობით, ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
„მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო.