შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდებთან დაკავშირებით გამართავს

15:15, 29.05.2026

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდებთან დაკავშირებით 1-ელ ივნისს, 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

„დასწრების მსურველები შეხვედრაში ჩართვას Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით შეძლებენ – https://bit.ly/4u538f3. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში აბიტურიენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების ფორმატის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ. მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, წერილობით დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და დეტალური პასუხები მიიღონ ცენტრის წარმომადგენლებისგან.

შეხვედრას გაუძღვებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები – მანანა ჯავახიშვილი და ირმა ხომერიკი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი