შეცვალე ძველი დოკუმენტი ახლით - ერთთვიანი აქციით საქართველოს 26 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა
შეცვალე ძველი დოკუმენტი ახლით - ერთთვიანი აქციით საქართველოს 26 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე საქართველოს 26134-მა მოქალაქემ, რომლებიც უვადო პირადობის მოწმობას ფლობდნენ, საქართვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პასპორტი და პირა­დო­ბის ელექტრო­ნული მოწ­მო­ბა უფასოდ მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, აქციის დაწყებამდე საქართველოში 401 000 მოქალაქეს ჰქონდა ქაღალდის პირადობის მოწმობას, რომელსაც „უვა­დო“ აწერია.

აქციის ფარგლებში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უფასოდ მიიღება, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბსაც შეეძლოთ.