შეადგინეს TOP 5 კლუბების სია, რომლებსაც კრიშტიანო რონალდომ ყველაზე მეტი გოლი გაუტანა
შეადგინეს TOP 5 კლუბების სია, რომლებსაც კრიშტიანო რონალდომ ყველაზე მეტი გოლი გაუტანა

ვებგვერდმა Transfermarkt შეადგინა იმ ხუთი კლუბის სია, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი გაუტანა ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ.

პორტუგალიელს კარიერაში საკლუბო დონეზე 626 გოლი დაუგროვდა. დიდი ნაწილი მან ეს მადრიდის „რეალის“ ფორმით გააკეთა – 450.

როგორც ირკვევა, რონალდო ყველაზე ხშირად „სევილიას“ ფეხბურთელებს ამწარებდა – 27 გოლი.

სრულად ეს სია ასე გამოიყურება:

1. სევილია – 27 გოლი

2. ატლეტიკო – 25

3. ხეტაფე – 23

4. სელტა – 20

5. ბარსელონა – 18